Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თემატური ჯგუფის "სწავლა და სწავლება სტუდენტების გაძლიერების მიზნით" ანგარიში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც წარმოადგენდა  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, მონაწილეობდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სწავლა-სწავლების  2024 წლის თემატური ჯგუფის  ,,სწავლა და სწავლება სტუდენტების გაძლიერების მიზნით" მუშაობაში. ამ თემატურ ჯგუფში გაერთიანებულია  ევროპის 10 უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და თურქეთიდან. ჯგუფს ხელმძღვანელობდა პროფესორი სტივენ რაზერფორდი კარდიფის უნივერსიტეტიდან, ხოლო  ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციიდან კოორდინაციას უწევდა ჰელენ პეტერბაუერი. 

აღნიშნული თემატური ჯგუფის ანგარიში გამოქვეყნებულია და ხელმისაწვდომია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA)  ვებგვერდზე